გურჯაანში კოსტავასა და შალიკაშვილის ქუჩებზე ახალი საბავშვო სკვერები მოეწყო
განახლებული ინფრასტრუქტურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც გიორგი მაჭავარიანმა თქვა, უსაფრთხო და თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„-ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე. გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ჯამში 6 საბავშვო სკვერი მოეწყო. მსგავსი პროექტების განხორციელება მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მომავალშიც გაგრძელდება,“ -განაცხადა მერმა.
სკვერების მოწყობა მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 134 915 ლარი შეადგინა.





















