გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინა
სპეციალისტებმა შემთხვევებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიაკვლიეს. მათგან 368 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
კახეთის რეგიონში 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეგიონებში აღმოჩენილი ბრაკონიერობის ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.
საერთო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ფაქტი, 230-გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 127, იმერეთში – 117, ქვემო ქართლში – 98, შიდა ქართლში – 57, აჭარასა და გურიაში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 15, ხოლო დედაქალაქში 9 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო რაოდენობა 700 კგ-ს აჭარბებს.
დეპარტამენტი თანამედროვე აღჭურვილობის, ელექტრონული სისტემების, დრონებისა და თერმული დურბინდების გამოყენებით მუშაობს, რაც ბრაკონიერობის გამოვლენასა და აღკვეთის შესაძლებლობას ზრდის.
ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ფაქტების აღკვეთა 2024 წელთან შედარებით 152 ერთეულით მეტია.





















