Home რეგიონი გურჯაანი ზამთრის არდადაგების შემდეგ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ბავშვთა საფეხბურთო მწვრთნელები წელს პირველად შეიკრიბნენ

ზამთრის არდადაგების შემდეგ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ბავშვთა საფეხბურთო მწვრთნელები წელს პირველად შეიკრიბნენ

ზამთრის არდადაგების შემდეგ, გურჯაანის სპორტული გაერთიანების ბავშვთა საფეხბურთო მწვრთნელები წელს პირველად შეიკრიბნენ. ცნობილმა სელექციონერებმა, ბახვა ამბიძემ და დავით სოლოღაშვილმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, მწვრთნელთა საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2026 წელი გაცილებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება, რადგან გურჯაანის სპორტული გაერთიანების აღსაზრდელებს, საქართველოში გამართულ ყველა ასაკობრივ ჩემპიონატსა თუ ფესტივალში მონაწილეობის მიღება მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ფეხბურთის შემდგომი განვითარების კონცეფციის შექმნის იდეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს ეკუთვნის.