თოვლი და სოფლის მეურნეობის მრავალწლიანი კულტურები- ფერმერი გია ქიტესაშვილი ამბობს, რომ იანვარი ჭარბი ნალექით გამოირჩევა, რაც ხეხილისა და ვენახისთვის ხელსაყრელია. მისი ვარაუდით, წელს უხვი მოსავალი უნდა მიიღონ, რადგან ნიადაგი საკმარის ტენს აიღებს. ამასთან, მოვლის ხარჯებიც შემცირდება, რადგან დამატებითი პრეპარატების გამოყენება აღარ იქნება საჭირო.





















