საჯარო დებატების გაძლიერებისა და დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად წარმართვისთვის აუცილებელია დებატების საჯაროდ დაბრუნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის ინიციატივას საზოგადოება დადებითად აფასებს და თვლის, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზრდისა და შესაბამისი გარემოს ხელშეწყობისთვის აუცილებელია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო საჯაროს გახდის ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. პრემიერის განცხადებას გურჯაანშიც ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ დაანონსებული ინიციატივა დროული და უალტერნატივოა.





















