ახმეტის მერი, ალექსი ფიცხელაური მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის შემფასებელს შეხვდა
“მიგრაციის პოტენციალის გაძლიერება სომხეთსა და საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის“ ექსპერტი სალვადორ ბუსტამანტეა.
შეხვედრაზე შეჯამდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, ისე მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში მიგრაციის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისთვის.





















