Home რეგიონი თელავი ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის...

ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დასაშვები

ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზის ვერონა – თელავის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დასაშვები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზების ნაწილზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ზვავსაშიშროებისა და ძლიერი თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, ხოლო რამდენიმე მიმართულებაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების გადაადგილება აკრძალულია.