მედიაპლატფორმა “მაუწყებლის“ თანამშრომელს, თოზუ გულმამედლის აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშების დაყადაღებით ემუქრება
ის 2025 წლის აგვისტოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ონლაინდმედიის წარმომადგენელების განმარტებით, გულმამედლი აღნიშნულ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება კიდეც “მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, თუმცა, საგამოძიებო ორგანოებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს.
ოფიციალურად მას უკვე ეცნობა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშებსა და მის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას დააყადაღებენ.
მოთხოვნის შესასრულებლად თოზუ გულმამედლის 7-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.
დაჯარიმებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან არის. მის დასახმარებლად გაერთიანებულმა მოქალაქეებმა 3000 ლარზე მეტი თანხა უკვე შეაგროვეს.





















