თელავის მერიის განცხადება
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აცნობებს, რომ უამინდობისა და გზებზე არსებული თოვლის საფარის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
მერიის ინფორმაციით, გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე ავტობუსების მოძრაობა დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება. მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, გადაადგილებისას გამოიჩინოს სიფრთხილე და ოფიციალურ განცხადებებს თვალი ადევნოს.





















