Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე საკრებულომ დადგენილებით ცვლილებები შეიტანა ნორმატიულ აქტში, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიზანია საკრებულოს სტრუქტურისა და ანაზღაურების სისტემის არსებული საჭიროებების შესაბამისად მოწესრიგება.

ამასთანავე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში ცვლილების შეტანას. აღნიშნული ცვლილება საკრებულოს წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების უფრო მკაფიოდ და რეგულირებულად განსაზღვრას ისახავს მიზნად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.