Home რეგიონი თელავი მოძრაობის დროებითი შეზღუდვა ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე

მოძრაობის დროებითი შეზღუდვა ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე

მოძრაობის დროებითი შეზღუდვა ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36–კმ64 მონაკვეთზე (ვერონა–თელავი) დაწესებულია დროებითი შეზღუდვები.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, რომელიც ორი და მეტი წამყვანი ხიდით არის აღჭურვილი. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

მძღოლებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ არსებული პირობები, დაიცვან უსაფრთხოების წესები და გადაადგილებამდე გადაამოწმონ გზებზე არსებული ვითარება.