Home რეგიონი სოფელ ნანიანში 10 წლის წინ აღმოჩენილ შუა საუკუნეების ქვისსამარხს ფონდსაცავში გადაიტანენ

სოფელ ნანიანში 10 წლის წინ აღმოჩენილ შუა საუკუნეების ქვისსამარხს ფონდსაცავში გადაიტანენ

სოფელ ნანიანში 10 წლის წინ აღმოჩენილ შუა საუკუნეების ქვისსამარხს ფონდსაცავში გადაიტანენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საფლავის კონსტრუქციას მირიან გოგინაშვილის მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადგილობრივებმა მიაკვლიეს და მის გადატანაზე ახლა სპეციალისტები მსჯელობენ.

ერთ-ერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია ძველი ასომთავრულით შესრულებული, დაქარაგმებული წარწერა, რაც ძეგლის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, არქეოლოგიური აღმოჩენა წლების განმავლობაში დაუცველი დარჩა და მისი სრულფასოვანი შესწავლა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილი გურჯაანის ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური საცავის მენეჯერმა გოგიტა ბეჟიტაშვილმა და მერიის კულტურის განყოფილების სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა მოინახულეს.

ადგილობრივების თქმით, სოფელში მიწის ნაკვეთების ღრმა დამუშავებისას მსგავსი ძველი საფლავები არაერთხელ გამოავლინეს.

რაც შემდგომში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეისწავლეს.