მეუფე იაკობი დღევანდელ ქადაგებაში განათლების რეფორმის მიმდინარეობას შეეხო. მისი შეფასებით, ცვლილებები არასწორი თანამიმდევრობით ხორციელდება.
„განათლების რეფორმას გვეუბნებიან და საოცარია, ის რასაც უნივერსიტეტებიდან ვიწყებთ. ჩახედული ადამიანები ყველა იტყვიან, რომ ძალიან კარგია რეფორმა. მაგრამ, ის სკოლიდან უნდა დაიწყოს. ეს ისევეა, როგორც ვთქვათ, მაღალსართულიან სახლებს აშენებდე. ვთქვათ, ასსართულიანს აშენებდე და 98-ე, 99-ე, მეასე სართული ააშენო და მერე ჩაუყარო საძირკველი.
რაც ვიცი, იმას ვამბობ. ნებისმიერთან დავდგები და არა მგონია, ჩემთან იმაში, ის დაამტკიცონ. აქეთ დავუმტკიცებ. სწორად უნდა გავატაროთ რეფორმა, რომ ფული გადაყრილი არ გამოდგეს. სახელმწიფოში ფული არ გადაიყაროს. კარგი ჩანაფიქრი არის და ესეც უნდა ვკითხოთ ახალგაზრდებს.
ევროპა, ევროპა, ევროპა რომ იძახოდნენ და იძახიან. აი, ევროპას როგორ აღიქვამენ, ხომ? აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ… თორემ გადახედეთ, რა დღეშია საწყალი ევროპა. რუსეთ-უკრაინის ომი შემორჩათ და რა დღეში არიან. ღმერთი გვშველის, როგორი გარემოცვაც გვაქვს და არ გიკვირთ ახლა, არაფერი რომ არ ხდება ჩვენთან, რის გამოა ასე? ასე ერმა დაიმსახურეთ ეს.”- თქვა მეუფე იაკობმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგების დროს.





















