გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები დაბა ბაკურიანში გამართულ ბანაკში იმყოფებოდნენ.
ბანაკის მთავარი მიზანი იყო „ახალგაზრდული საბჭოს“ მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და 2026 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს „ახალგაზრდული საბჭოს“ გაძლიერებას, გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვას, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.





















