Home რეგიონი დედოფლისწყაროში წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დედოფლისწყაროში წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მიმართულებების გაძლიერებასა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას ეხება. მან ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი კოორდინაციისა და ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას წლის განმავლობაში დასახული მიზნების მისაღწევად.

შეხვედრის დასასრულს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი — დოდო ხუნაშვილი წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.