საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 11:18-ზე, ქალაქ ონიდან აღმოსავლეთით 3 კმ-ში მოხდა. სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.





















