Home დღის ამბები სამართალი ქულების ამოწურვის გამო შეჩერებულ მძღოლებს მართვის უფლება ავტომატურად აღუდგებათ

ქულების ამოწურვის გამო შეჩერებულ მძღოლებს მართვის უფლება ავტომატურად აღუდგებათ

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო ჰქონდათ შეჩერებული, 1 იანვრიდან ეს უფლება ავტომატურად აღუდგებათ

მართვის მოწმობას კი 100 ქულა ხელახლა მიენიჭება.

პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება იმ მოქალაქეებზეც, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით მართვის უფლება შეჩერებული ჰქონდა : საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის.

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის.

ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ან ქულების სრულად ამოწურვისთვის.

აღნიშნული შეღავათების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მართვის მოწმობა დაახლოებით 35 500 პირს აქვს შეჩერებული.