ავტომობილის გადამეტებული ხმაურის გამო მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმა, ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
კანონის თანახმად, 23:00-დან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
შესაბამისობას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.
პირველი დარღვევა 100 ლარიან ჯარიმას, განმეორებითი 200 ლარის, ხოლო შემდგომი დარღვევა 300 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.




















