Home დღის ამბები სამართალი მიკროავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გადაიდო

მიკროავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გადაიდო

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა 150 კმ-ზე შორ მანძილზე მომავალ წლამდე გადავადდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა თავდაპირველად 2025 წლის 1 მარტისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ 2026 წლისათვის, ახლა კი კიდევ 1 წლით ისევ გადაიწია.

ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ქალაქებსა და 150 კილომეტრზე შორს მდებარე დასახლებებს შორის სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენება მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსი, რომელიც შეესაბამება მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიას“ ან გამოშვების თარიღიდან არაუმეტეს 20 წელი უნდა იყოს გასული.

📌 2025 წლის 31 დეკემბერს მიღებული ახალი დადგენილებით, თბილისი-ბათუმის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სხვა საქალაქთაშორისო ხაზებისთვის, 2027 წლის 1 დეკემბრიდან.