ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36–კმ64 (ვერონა–თელავი) მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, რომელსაც ორი ან მეტი წამყვანი ხიდი აქვს.
რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მძღოლებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ არსებული პირობები.




















