„2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული წელი იყო კახეთის რეგიონისათვის. ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე დადებითი გავლენა იქონია”,- ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს, ასევე, შეაჯამეს 2025 წელს შესრულებული სამუშაო და განხორციელებული პროექტები.
სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ




















