Home რეგიონი თელავი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა თელავის სახელმწიფო...

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და პარლამენტის წევრ, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება.