ქალაქ ახმეტაში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩები.
გაიმართა საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ნაძვის ხე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის
პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა ბავშვებთან ერთად აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა.




















