ყვარელში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო!
საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, ყვარელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების პატარა სტუმრები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა.
გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ჯაზ ტრიო, მაია ბარათაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბენდი „ნალი”, ზაზა მარჯანიშვილი და ოჩოს ქოხი. კონცერტს მაია ბარათაშვილი უძღვებოდა.
საახალწლო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.




















