Home რეგიონი ყვარელი ქალაქ ყვარელში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიებების...

ქალაქ ყვარელში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიებების სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიებების სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება, ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებაზე მოსულ პატარებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯაზ ტრიო, მაია ბარათაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბენდი “ნალი”, ზაზა მარჯანიშვილი და ოჩოს ქოხი.

შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!