Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს“ არჩევნებში მონაწილე...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს“ არჩევნებში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს“ არჩევნებში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 15-მა ახალგაზრდამ შეავსო. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე და მათ აქტიურ ჩართულობაზე მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში. მერმა ახალგაზრდებისგან მოისმინა ინფორმაცია და მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ მიერ გაჟღერებული საჭიროებების მოგვარებაზე.

მერის მრჩეველთა ,,ახალგაზრდული საბჭო“ მერს ყოველი თვის ბოლო პარასკევს ხვდება, მომდევნო თვეში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.