Home რეგიონი ყვარელი 24 დეკემბერს ყვარელში ნაძვის ხე აინთება

24 დეკემბერს ყვარელში ნაძვის ხე აინთება

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

19:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯაზ ტრიო, მაია ბარათაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბენდი ნალი, ზაზა მარჯანიშვილი, ოჩოს ქოხი.

საახალწლო კონცერტს წამყვანი – მაია ბარათაშვილი გაუძღვება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს. 15:00 საათიდან ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.