თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დასავლეთ თელავის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გზის 882 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 588 361 ლარს შეადგენს





















