Home რეგიონი ლაგოდეხი ქალაქ ლაგოდეხში საახალწლო ზღაპარი იწყება!

ქალაქ ლაგოდეხში საახალწლო ზღაპარი იწყება!

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ლაგოდეხის ცენტრალური სკვერი განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით გაცოცხლდება. ამ დღეს საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და ლაგოდეხის ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით განათდება, რაც ქალაქს ნამდვილ ზამთრის ზღაპრად გადააქცევს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგებიან ლინდა ადამია და ბენდი „1/4“. ცოცხალი მუსიკა, ენერგიული შესრულება და სადღესასწაულო ემოციები ლაგოდეხელებსა და სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს.

ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ღონისძიებაზე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მივიდნენ და ერთად გახსნან ახალი წლის მოლოდინით სავსე სეზონი.

ლაგოდეხში ახალი წელი სწორედ აქ იწყება — მოდი, ერთად ავანთოთ საახალწლო ნაძვის ხე, შევქმნათ ჯადოსნური განწყობა და გავუზიაროთ ერთმანეთს სითბო, სიხარული და ზეიმის ხალისი!