Home რეგიონი ლაგოდეხი „პოეზიაა ჩემი საზრდო დედამიწაზე!“ — ბექნუ ქაფიანიძის პოეზიის საღამო ლაგოდეხში

„პოეზიაა ჩემი საზრდო დედამიწაზე!“ — ბექნუ ქაფიანიძის პოეზიის საღამო ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მხატვრული კითხვის ოსტატის და ახმეტელის თეატრის მსახიობის, ბექნუ ქაფიანიძის პოეზიის საღამო, „პოეზიაა ჩემი საზრდო დედამიწაზე!“ გაიმართა. ღონისძიება, კინოთეატრ „სინემას“ დარბაზში ჩატარდა, რომლის მიზანს ახალგაზრდებში, შემოქმედებითი უნარების გაღვივება, პოეზიისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება წარმოადგენდა. მხატვრული კითხვის ოსტატმა, ღონისძიებაზე, ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხა და თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ ისაუბრა.