Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე ტრადიციული ტურნირი გაიმართა

გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე ტრადიციული ტურნირი გაიმართა

გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში წარსულში სახელოვანი ქართველი მკლავჭიდელისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ზვიად შანყულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

სპორტული გაერთიანების დირექტორის, გელა დალაქიშვილის ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს თითქმის ყველა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა. სარეკორდო იყო თავად მონაწილეთა რიცხვიც, მათი უმრავლესობა წონითი კატეგორიების მიხედვით, პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტულის მფლობელია.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული მედლებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და სამახსოვრო თასებით დაჯილოვდნენ.