Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

კანონდარღვევას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მიაკვლიეს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე მოქალაქე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა.

სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა ხრამულის სახეობის 4 კილოგრამი თევზი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უწყების ცნობით, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. დასჯადია ასევე ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, ან გასაღება.