მოქალაქეების საყურადღებოდ!
ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 18 დეკემბერს, 13:00 საათიდან, ქალაქ ლაგოდეხში, პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია.
საქველმოქმედო აქციას ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“ მართავს.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაიგეგმება თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია.
მისამართი: ქალაქი ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა №25 – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია





















