გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მერიის სამსახურების უფროსებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ქალაქში მიმდინარე წინასაახალწლო სამზადისის საორგანიზაციო საკითხებს. ქალაქ გურჯაანში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 21 დეკემბერს აინთება.
სამუშაო შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი ესწრებოდა.





















