Home რეგიონი თელავი ძლიერი ქარის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი

ძლიერი ქარის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი

ძლიერი ქარის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი

ზარალი დაფიქსირდა როგორც ქალაქ თელავში, ისე სოფლებში, ვანთაში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და აკურაში, სადაც დაახლოებით 15 საცხოვრებელი სახლს მიადგა ზიანი.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც ათასობით აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. თელავში მრავალწლოვანი ხე მეშვიდე სკოლის შენობას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. პირველ ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური ტენტებით უზრუნველყოფენ, რის შემდეგაც გადაწყდება დახმარების მოცულობა.

სტიქიამ ზარალი მიაყენა საგარეჯოს მუნიციპალიტეტსაც.

შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, დაწყვეტილია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და წაქცეულია ხეები.

ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.