შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
გეკა გელაძემ თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა.
მან ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ხოლო კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია.
მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
მასთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები, რონი მესხი და გიორგი სახოკია.





















