საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცს მისი ოჯახის წევრებმა მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში.
მათივე თქმით, ის მუდმივად დასაქმებული იყო და რაიმე საეჭვო ქცევა მისთვის არ შეუნიშნავთ.
რა მოხდა სოფელ კაკაბეთში, სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.





















