გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში დასრულების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე აგრეთვე, განიხილეს მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.





















