Home რეგიონი ა(ა)იპ ფრანგულ სამედიცინო ცენტრში „კახეთი-იონი“ ბორდის წევრების შეხვედრა ჩატარდა

ა(ა)იპ ფრანგულ სამედიცინო ცენტრში „კახეთი-იონი“ ბორდის წევრების შეხვედრა ჩატარდა

ა(ა)იპ ფრანგულ სამედიცინო ცენტრში „კახეთი-იონი“ ბორდის წევრების შეხვედრა ჩატარდა. 2025 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართულ მხარეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, ფრანგული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, თამარ ცანკაშვილი, ხოლო ფრანგულ მხარეს – ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ თანადამფუძნებელი ჰენრი დე რენკური, სამედიცინო ცენტრის პრეზიდენტი ერიკ ჟანტი და ვიცე – პრეზიდენტი ჟაკ სიმარტი წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2025 წლის შედეგები და მიღწევები, რაც შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა.

2025 წლის განმავლობაში ა(ა)იპ ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ აქტიურად განაგრძობდა პაციენტებზე ორიენტირებულ მომსახურებას, წლის მანძილზე, ცენტრმა ჯამში 77 218 სამედიცინო სერვისის მიწოდება უზრუნველყო.

2025 წლის ივნისში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, ა(ა)იპ ფრანგულმა სამედიცინო ცენტრმა „კახეთი-იონი“, წნორის ჰემოდიალიზის განყოფილება გახსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამჟამად, ჰემოდიალიზის განყოფილება 28 პაციენტს ემსახურება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.