Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი იტალიის ქალაქ ტრევიზოს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი იტალიის ქალაქ ტრევიზოს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, იტალიის ქალაქ ტრევიზოს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

მერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ გამარჯვებულებს მერია ზამთრის სამწვრთნელო-სასწავლო შეკრებით დაასაჩუქრებს.

ტრევიზოს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას 8 გურჯაანელმა სპორტსმენმა მიაღწია.

ტურნირის ჩემპიონები და ოქროს მედალოსნები გახდნენ: გიორგი ქაჩლიშვილი (38 კგ), ცოტნე გელაშვილი (81 კგ) და გიორგი კახაბერი (+81კგ).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გიორგი აბაშიძემ (42 კგ), გიორგი კენჭიაშვილმა (50 კგ) და გიორგი დალაქიშვილმა (55 კგ).

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: ნიკოლოზ ფოცხვერაშვილი (46 კგ) და ვანო მოსულიშვილი (60 კგ).