Home რეგიონი ახმეტა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში უკანონო სახერხი

საამქრო გამოავლინა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული. მის მიმდებარედ, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამოღებულია წიფლის სახეობის 6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აიტომ მასალები

შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.