სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კუსტარულად
დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტირიაზე აღმოჩენილია ჯამში 18
კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და
პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ
მოპოვებულ სამასალე მერქანს, შემდგომი განკარგვის მიზნით, ახმეტის „საქმიან ეზოში“ გადაიტანენ.





















