გურჯაანის ახალგაზრდულმა საბჭომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ესწრებოდა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ეროვნულ ფორუმში 500 – მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამება და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება წარმოადგენდა.





















