ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მოადგილე ვანო ნასყიდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახმეტაში ილია
ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის 1190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 773 704 ლარს შეადგენს.





















