Home დღის ამბები განათლება თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო

მუხლი ძალადობას გულისხმობს. თუმცა, არასრულწლოვნების შემთხვევაში კანონი მსუბუქ და სააღმზრდელო ღონისძიებებს ითვალისწინებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სასკოლო დასვენების დროს მოხდა. კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო, სკოლაში გაგრძელდა და საპირფარეშოში გადაინაცვლა. ინციდენტში მერვე და მეცხრეკლასელები იყვნენ ჩართული.

ფაქტს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე პირები უკვე გამოკითხეს.