Home დღის ამბები სამართალი თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

29 წლის კაცი 7 დეკემბერს, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში, მფლობელის ნებართვის გარეშე შეიჭრა და შურისძიების მოტივით, 59 წლის კაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებულის სიცოცხლე, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად შენარჩუნდა.

ბრალდებულს ორი მუხლით ედავებიან. განზრახ მკვლელობის მცდელობა და ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, რაც 15 წლამდე ვადით, პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.