ნაზიმ ბაირამოვსა და მის თანმხლებ პირს, რომლებიც იორმუღანლოს მაცხოვრებლები არიან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საძოვრებიდან 50 სული ცხვარი მოპარეს.
შემთხვევა 7 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. როგორც მეპატრონემ სააგენტოსთან, “მთავარი ამბები კახეთიდან” საუბრისას განუცხადა, ქურდობის შესახებ დილით შეიტყო და პოლიციას დაუკავშირდა.
სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, თუმცა ბაირამოვის ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში საეჭვოდ მიჩნეული 4 პირი გამოკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.





















