გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელ ზაზა შოშიაშვილთან ერთად, სოფელ ველისციხეში, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის მიხედვით, ველისციხის მე-15 ქუჩაზე, ასფალტის საფარი იგება 508 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 486 201 ლარით ფინანსდება





















