ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააფიქსირეს.
გაირკვა, რომ ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში უკანონოდ იყო დამონტაჟებული.
მიმდებარედ, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია წიფლის 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
დეპარტამენტის ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 57 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.





















