Home რეგიონი საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო.

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცება ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.